04:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 14:05:27, 2383 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ Facebook-ი 120 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკომისიამ ამერიკული სოციალური ქსელი Facebook-ი 120 მილიონი დოლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ევროკომისიამ ჩათვალა, რომ Facebook-მა WhatsApp მესენჯერის შესყიდებით იგი შეცდომაში შეიყვანა.

ევროკომისიის წარმომადგენლის მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით,  Facebook-ის ადმინისტრაციამ 2014 წელს განუცხადათ, რომ შეუძლებელი იყო ორი ქსელის "ექაუნთების" ერთმანეთთან ავტომატური დაკავშირება, თუმცა 2016-ში სოციალური ქსელის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  WhatsApp აპლიკაციის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და მისი Facebook პროფილი ერთმანეთს დაუკავშირდა.

ამ გადაწყვეტილებით, ევროკომისიის წევრები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ვესტაგერის თქმით, სოციალური ქსელი მათთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა, თუმცა ევროკომისია ამის შესახებ არ გაუფრთხილებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics