|
2017-05-17 16:49:24, 2394 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება - ვინც ამ პოლიტიკას ატარებს, არიან სულელები და ბინძურები
ოფიციალური მოსკოვი მზად არის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის სრული ჩანაწერი გადასცეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა განმარტა, ვიდეო ჩანაწერის მიწოდება იმ შემთხვევაში მოხდა, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამას მოითხოვს. ვლადიმერ პუტინი ასევე საზოგადოებასა და მედიაში განვითარბეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც სერგეი ლავროვის და დონალდ ტრამპის შეხვედრას მოჰყვა. პუტინის შეფასებით, "აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება". "ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება, სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა ის ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომ მან ლავროვს რაღაც საიდუმლოება გაუმჟღავნა", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენთის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც "ამერიკაში შიდაპოლიტიკას არყევენ, ანტირუსული პოლიტიკის ლოზუნგით, ან სულელები არიან, ან ყველაფერი ესმით და ამას განზღახ სჩადიან". "ასეთი ადამიანები არიან საშიში და ბინძური. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აშშ-ის საქმეა და ამაში ჩარევას არ ვაპირებთ", - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის სერგეი ლავროვს უკვე ესაუბრა. მანვე ხუმრობით აღნიშნა, რომ საგარეო მინისტრს საყვედურს გამოუცხადებს იმის გამო, რომ მას ეს საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცა. დონალდ ტრამპის მრჩეველის უროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერის განცხადებით, Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავე თემაზე: ტრამპი: რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება მაქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)