00:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 13:51:18, 2061 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: NDI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, NDI -ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს.

თუმცა, როგორც მელიამ აღნიშნა, განახლებულ ენმ-ს აქვს ყველანაირი პოტენციალი ხალხში გავიდეს და მათ ეს რწმენა დაუბრუნოს.

„NDI -ს კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებული ყოფით უკმაყოფილოა. ტოტალური უმუშევრობაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, საზოგადოებას უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული. მათ შორის რწმენა პოლიტიკური პარტიების მიმართაც.   ეს ჩვენთვისაც , როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, ახალი ნაციონალური მოძრაობისთვის, უდიდესი გამოწვევაა. თუმცა,  ენმ  რეფორმების პროცესშია და მიმაჩნია, რომ რამდენადაც ახლოს ვიქნებით საზოგადოებასთან, იმდენად აისახება ეს პარტიის განვითარებაზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

NDI-ს კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics