19:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 13:23:43, 1592 ნახვა

სამხედრო
გჟეგოჟ სხეტინა: პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა საქართველოსთვის შეიძლება კარგი მაგალითი იყოს

"პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა,  საქართველოსთვის შეიძლება კარგი მაგალითი იყოს",-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  გჟეგოჟ სხეტინამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც: "უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო პოლონეთმა 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ გაზარდა და გეგმავს მკვეთრად გაზარდოს საჰაერო თავდაცვითი სისტემების რაოდეონობა. ამავე ნაბიჯებს დგამენ ლატვიასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს საქართველომ, მოითხოვოს და შეისყიდოს საჰაეროს თავდაცვითი შეიარაღება, თუ დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედზე იყოს?" 

"თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ დონბასში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება რუსეთის აგრესია, სწორედ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის მძიმე არმიის მოდერნიზაცია არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ჩვენი მაგალითი საქათველოსთვის, შეიძლება კარგი მაგალითია შემდეგი წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის",-განაცხადა გჟეგოჟ სხეტინამ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics