|
2017-05-12 17:50:41, 2333 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საიტი დაბლოკა
ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში „რადიო თავისუფლების“ საიტი დაიბლოკება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ საიტის გარდა, აკრძალვის ქვეშ მოხვდნენ: გაზეთი „აზადლიგი“ და ინტერნეტში მაუწყებელი არხები - „მეიდან ტვ“, „ტურან ტვ“ და „აზერბაიჯან საათ“. მედიის ცნობით, ეს საიტები მოღვაწეობის გაგრძელებას, ახალი დომენების სახელებით შეძლებენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ძველ მისამართებს ეხება. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოხდა. სამინისტროს კი თავის მხრივ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, საიტებს ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობა ედებათ, ასევე დისტრუქციული ქმედებები, რომლებიც საზოგადოების სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული. გარდა ამისა, ხელუსუფლება ამ საიტებს, აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას და რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებებთან კავშირს ედავება. ხსენებული მედია საშუალებები, აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. როგორც BBC წერს, საიტების ბლოკირებას მუდმივი ხასიათი აქვს და მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაუქმდეს. ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ფილიალის კონტროლი მას შემდეგ დაიწყო, რაც მედია საშუალების საიტზე ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო ქვეყნის პრეზიდენტზე ილჰამ ალიევსა და მის ფინანსურ ოპერაციებზე. BBC-ის ცნობით, ეს აზერბაიჯანში მედია საშუალებების დაბლოკვის პირველი მცდელობა არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)