16:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 17:28:44, 2153 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალსა და  ბიზნესსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც  სტამბოლში 11 მაისს გაიმართა. მინისტრმა, ასვე, საბჭოს წევრებსა და დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

BSEC-ის მე-4 მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ორგანიზაციის წევრებს შორის არასატარიფო ბარიერების შემცირების გზით ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას .

BSEC 1992 წელს შეიქმნა და აერთიანებს შავი ზღვის რეგიონის 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკას, აზერბაიჯნის რესპუბლიკას, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას, რუმინეთს, სერბეთს, ბულგარეთის რესპუბლიკას, ალბანეთის რესპუბლიკას, საბერძნეთის რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics