19:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 09:43:22, 1952 ნახვა

სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 5  საბრძოლო ვაზნით, „GOLD STAR-2002“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1  საბრძოლო  ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „COMBAT-PP“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით.

პოლიციამ, ე.ნ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, 5  ნიღაბი, 5 წყვილი ხელთათმანი და წებოვანი ლენტი - ე.წ. „სკოჩი“ ამოიღო.

ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics