19:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:07:06, 2172 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
არქიმანდრიტი სერაფიმე იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა

არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და ქანდაში წირვაზე დასწრებას ეხმაურება.

როგორც მამა სერაფიმე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა.

„ხალხნო მაინტერესებს ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა. და თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში მე გეკითხებით თქვენ ამ კაცს მე გავეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? და ადამიანი მოვიდა წირვის დასასწრებად, მეთქვა წადი თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ რაც მთავარია ეკლესიაში და მის მდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკაზე არავის არ მივცემ უფლებას რომ ილაპარაკოს. მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. და ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე შენდობას გთხოვთ! პატივისცემით არქიმანდრიტი სერაფიმე!“, - წერს მამა სერაფიმე.

ცნობისთვის, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics