17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 12:36:51, 1944 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემს ოცნებაში სკოლის შესასვლელში ვაშლები უფასოა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სურვილია, სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას.

ჯეჯელავას განმარტებით, მსგავსი პროექტი შვედეთში მოქმედებს. მინისტრის ეს ინიციატივა სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების აკრძალვასთანაა დაკავშირებული. ჯეჯელავას განცხადებით, ვაშლები უფასო იქნება:

„შვედეთშია ასეთი პროექტი და სხვა ქვეყნებშიც. ჩემს კოლეგას ვესაუბრები ამ თემაზე და დიდი იმედი მაქვს, ეს ოცნება ჯერ ნაწილ სკოლებში გადაიქცევა რეალობად და  შემდეგ საბოლოო ჯამში ყველა სკოლაში. ჩემს ოცნებაში ეს ვაშლები უფასოა. დათვლილი ხარჯები არ მოყოლია ოცნებას, თუმცა  აუცილებლად დავთვლით, როცა განხორციელების ეტაპზე გადავალთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics