17:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:08:04, 2003 ნახვა

კომენტარი
გუგული მაღრაძე: ამ კანონის მიხედვით მწეველთა უფლებებს არ ვიცავთ

ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორს გუგული მაღრაძეს წინადადებით მიმართა, კანონიდან თამბაქოს მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის კომპონენტი არ ამოიღონ. მაგალითისთვის, ეს გულისხმობს იმას, რომ თამბაქოს მომხმარებლებს აქვთ უფლება, თამბაქო სახლში მოწიონ. გუგული მაღრაძემ  განმარტა, რომ აღნიშნული  ცვლილებები მწეველთა უფლებების დაცვისკენ არაა მიმართული:

„ეს კანონი არ არის მიმართული მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ, ამას იცავს სხვა კანონი. მიზანია, საქართველოში შეიქმნას მოწევისგან თავისუფალი სივრცეები, არ იყოს თამბაქოს პროპაგანდა და რეკლამა. იყოს გარკვეული კანონების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა. მწეველთა უფლებების დაცვას ჩვენ ამ კანონის მიხედვით არ ვახდენთ“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics