|
2017-05-01 19:50:28, 1605 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ უბანში გუშინ ჰაერის დაბინძურებამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა
თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის და ოზონის შემცველობამ გუშინ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.065მგ/მ3), ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში კი, დასაშვებ ზვარს მიაღწია (0.04მგ/მ3). რაც შეეხება ყაზბეგის გამზირს, ამ მონაკვეთზე ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა 0.036მგ/მ3 იყო. ჰაერში ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) ასევე წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.064). ამ კუთხით, ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ ნორმის ფარგლებშია. ოზონის შემცველობა ვარკეთილსა და ყაზბეგის გამზირზე გუშინ დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) გადასცდა. კერძოდ, ვარკეთილში (3 მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში ოზონის შემცველობა გუშინ 0.045 მგ/მ3 იყო; ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) 0.034 მგ/მ3. წერეთლის გამზირზე ოზონის შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო (0.017). რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე მიუახლოვდა (0.034). ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)