|
2017-05-01 14:27:58, 1504 ნახვა
საზოგადოება
აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო კლიპი „ალჯაზირა“-ს ეთერში იტრიალებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირება შუა აზიის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაზე გაუწია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2017 დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. არაბი ტურისტებისთვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. შედეგად, საქართველოს სტენდი ტურისტულ კომპანიებსა და ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობდა. დეპარტამენტისა და ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გამოფენაზე 32 ქართული ტურისტული კომპანიისა და სასტუმროს წარმომადგენელი ეწეოდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამას ემატებოდა, ქართული ფოლკლორი, რომელმაც ვიზიტორების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროები ახალი სამიზნე ტურისტული ბაზარია, საიდანაც გასულ წელს, რეგიონში 6 953 არაბი ტურისტი ისვენებდა. „ზოგადად, ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ჩვენი პოტენციური ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს მთისა და მასთან დაკავშირებული ტურისტული პროდუქტების მიმართ იჩენდნენ. ამიტომ კონკრეტულად, აჭარის რეკლამირებისას ჩვენც აქცენტს უფრო ეკოტურისტულ, სამთო-სათხილამურო და სათავგადასავლო მარშრუტებზე ვაკეთებდით. ჩვენ ვგეგმავთ მედიატურის ფარგლებში ჩამოვიყვანოთ არაბულ ბაზარზე და არამარტო იქ პოპულარული ტელეკომპანია „ალჯაზირა“-ს გადამღები ჯგუფი. რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელსაც მაისში გადავიღებთ იტრიალებს ალჯაზირას ეთერში,“ აღნიშნა ლილი კეკუამ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კოორდინატორმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)