16:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 16:41:09, 2376 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია: მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ექსპორტის ზრდა იყო

"მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ექსპორტის ზრდა იყო",-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, ეკონომიკურად  ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა.

,,ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე  სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო  მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული.  ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის  5,3  %-იც არ არის ბევრი.  სწორედ ამიტომ არის 4 პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა  კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics