15:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 13:00:38, 2403 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილის ახალი პარტია მერობის კანდიდატს მაისში წარადგენს

პარლამენტის ყოფილის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს მაისის ბოლოს წარადგენს.

უსუფაშვილის ინფორმაციით, მას რამდენიმე კანდიდატი უკვე ჰყავს, თუმცა სურს, რომ პარტია შესაბამისი  კანდიდატი ერთობლივად აირჩიოს.

„იწყება ფორმირების პროცესი, გვეყოლება მერობის კანდიდატიც, რომელსაც მაისის ბოლოს წარმოვადგენთ. რამდენიმე კანდიდატს წარსადგენად უკვე განვიხილავთ, თუმცა გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იყოს მიღებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პარტიაში იქნებიან არამხოლოდ ცნობილი სახეები, არამედ უცნობებიც. ძირითადი მოთხოვნა წევრების მიმართ იქნება ერთმანეთის დახმარება და ხელშეწყობა პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებით ძლიერ ოპონენტებთან თანამშრომლობაში“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი მერობის კანდიდატი, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიას შერჩეული აქვს  რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. უსუფაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა არც დაადასტურა და არც უარყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics