|
2017-04-22 17:12:14, 2393 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის" მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოს ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ფისკალური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2017 წლიდან დაიწყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით მზარდ დაინტერესებაზე, აგრეთვე, როგორ შეიძლება ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში ლარიზაციის პროცესს. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)