|
2017-04-21 21:12:57, 1978 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატება გვაქვს, თუმცა საბოლოო მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესით გამოიხატება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ ეს ქმნის ორი სახელმწიფოს და მათი ინსტიტუტების მდგრადი განვითარების წინაპირობას. მინისტრმა უკრაინელ კოლეგას მიულოცა ევროპარლამენტის კენჭისყრის პოზიტიური შედეგი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ამოქმედდება. „ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე გვაქვს ხელშესახები წარმატებები, თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა მეტია, რაც უკავშირდება ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მჯერა, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ" - განაცხადა მინისტრმა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მორიგი სამიტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას. როგორც მინისტრმა განაცხადა შეხვედრისას განიხილეს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და პრიორიტეტები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)