11:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:43:51, 1071 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ახალი სასტუმრო „ირეჰალასი“ გაიხსნა

დღეს ბათუმში ახალი სასტუმრო ,,ირეპალასი" გაიხსნა. სასტუმროს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი სასტუმრო მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ პატარაძემ ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს გახსნის ფაქტს სასიხარულო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა ჩვენს ქალაქს. ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც 40 ნომერზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუმარი კომფორტულად დაისვენებს ამ სასტუმროში. მილიონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორცილედა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აღნიშნული სასტუმროს მოწყობა 2016 წელს დაიწყო. პროექტში 1, 500 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 8 სართულზე განთავსებულ სასტუმრო 40 ნომერს მოიცავს, რაც 80-მდე განთავსების ადგილია. ,,ირეპალასში" ამ ეტაპზე 15 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა რიცხვი ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო გაიზრდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics