12:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 18:54:38, 2091 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: მივესალმებით, რომ კომისიამ გარდამავალ დებულებაში საგარეო კურსზე ჩანაწერის გაჩენის ინიციატივა გაიზიარა

გარდამავალ დებულებაში საქართველოს საგარეო კურსზე ჩანაწერი ჩნდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შესაბამისი ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა.

საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ჩანაწერი საბოლოო ვერსიაშიც დარჩება:

"აქ არის კონკრეტული დავალება მიცემული ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა ეფექტურად მოხდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით იმას, რომ ჩვენი ინიციატივა იქნა გაზიარებული იმიტომ, რომ დღევანდელი რეალობიდან და საქართველოს ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დაფიქსირდეს კონსტიტუციაში და ამაზე დამთავრდეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თუ სპეკულაციები. იმედი მაქვს, საბოლოო ვერსიაშიც, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ეს ჩანაწერი დარჩება",-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics