00:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:58:23, 1765 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  N15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლიზის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცა.

სააღდგომო ლიტურგიას 200-მდე მსჯავრდებულთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაესწრენენ.

მათ მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცეს.

კახა კახიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა.

„გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. სააღდგომო ლიტურგია პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე ტაძრებშიც აღევლინება და თქვენ ხედავთ როგორი ამაღლებული განწყობაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მინისტრმა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მორწმუნეთათვის. 

„ჩვენთვის დიდი მადლია მსჯავრდებულებთან ერთად, მათი ძალისხმევით აშენებულ ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურებას დავსწრებოდით. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics