|
2015-04-08 14:26:26, 687 ნახვა
სამართალი
თბილისის აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ორ ეტაპად წარიმართა: პირველი ეტაპი, სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხუთმა თანამშრომელმა. აღნიშნული ვიზიტი ტრენერთა ტრენინგსაც მოიცავდა. სწავლების მეორე ეტაპი აშშ-ში გადამზადებული ინსტრუქტორების მიერ საქართველოში, სხვადასხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამმა თანამშრომელმა მიიღო. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, აგრეთვე, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები დაესწრნენ. გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)