22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 20:28:20, 2576 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია, შპს ,,ფელინ გლობალი“ შეემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში კომპანია ახალ სამკერვალო ქარხანას გახსნის, სადაც 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება. ახლად აშენებულ საწარმოში, შპს ,,ფელინ გლობალი“ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოებას შეძლებს და სამომავლოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.  კომპანიის  დამფუძნებლები თურქი ინვესტორები არიან, რომლებსაც მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობენ.

შპს ,,ფელინ გლობალი,“ რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 440 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics