16:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 20:10:56, 2681 ნახვა

მსოფლიო
სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

7 აპრილს, სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა უზბეკმა რახმატ აკილოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ეჭვმიტანილი მზადაა ციხეში წასასვლელად. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, 39 წლის აკილოვი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა.

როგორც სამართალდამცავ ორგანოში აცხადებენ, აკილოვმა 2014 წელს შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა,  რაზეც უარი მიიღო. მას ქვეყნის ტერიტორია 4 კვირის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა, თუმცა აკილოვი შვედეთში დარჩა და მიიმალა. 

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა, სადაც თავდამსხმელი სატვირთო მანქანით ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics