09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 15:34:06, 2382 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ზვიად ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება. 

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ორი პარლამენტის არსებობა მძიმე ფინანსურ ტვირთს უკავშირდება. 

"კომისიის წევრები პოზიციას აფიქსირებენ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრა საჭირო არ არის - კონსტიტუციაში არც ერთი ქალაქი არ უნდა იყოს მითითებული. თუ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაქრება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებულია ქუთაისი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მიიღებს", - განაცხადა ძიძიგურმა.

გარდა ამისა, ძიძიგურის თქმით, არჩევნების წინა პერიოდში, მმართველმა გუნდმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში სასწრაფო წესით გადმოსვლას არ განიხილავს. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა შესაძლოა, კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics