22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 11:57:25, 2402 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 242 საწარმოს, კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბიო-პლასტი“ შეემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ  უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს  უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასებში მიაწოდოს.

შპს „ბიო-პლასტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საცალო და საბითუმო, ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავს.  საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 17 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ბიო-პლასტი“ თბილისში, ლილო ორახელაშვილის ქ. #5-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 243 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა  563 000 000 ლარზე მეტია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics