07:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 11:39:17, 2010 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ქართველები არ უნდა ივიწყებდნენ რუსულ ენას, თუნდაც დაპისირპირების თვალსაზრისით

რუსული ენა, რომლითაც ვეურთიერთობებით აფხაზებსაც, ოსებსაც, აზერბაიჯანელბსაც, სომხებსაც არ უნდა იყოს მივიწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსული ენა ინფორმაციის ერთიანი მესიჯის მისატანად უნდა იყოს გამოყენებული.

"არ მიმაჩნია, რომ ქართველები უნდა ივიწყებდნენ რუსულ ენას, თუნდაც იმ დაპისირპირების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი გვაქვს ამ ენაზე სათქმელი, თუნდაც აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ოსებისთვის, აფხაზებისთვის. როდესაც შენ გაგაჩნია ძალა და სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალებები. რუსული ენა, ჩვენი ძალიან აქტიური იარაღი და რესურსია. ამ ენის ჩახსნა პრინციპულად არასწორი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციის დაფიქსირება რუსულ ენაზე ძალიან მნიშვნელოოვანია.

"ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული. არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანი მესიჯის მისატანად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics