|
2017-04-10 17:03:00, 1713 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს საიუბილეო გათამაშება დაიწყო
დღეს, 10 აპრილს პსპ-ში ბარათის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო გათამაშება დაიწყო. კომპანია პსპ 23 წლისაა, პსპ-ს „ჩემი ოჯახის ბარათი“ კი წელს იუბილარია. 10 წელია მომხმარებელი პსპ-ს ბარათზე ღიმილებს აგროვებს, ირჩევს საჩუქრებს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან და წამახალისებელ გათამაშებებში მონაწილეობს; წელს ბარათმა დამატებით ფასდაკლების ფუნქციაც შეიძინა; ბარათის მფლობელი მომხამრებელი ყველა შენაძენზე დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს, მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი). PSP მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის კვლავაც უპრეცედენტო პირობას სთავაზობს. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. თუ რომელ პროდუქტს შეიძენს მომხმარებელი ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მედიკამენტი, ფრანგული თუ ევროპული ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები, თუ საბავშვო პროდუქტები, რომელზეც პსპ-ში ყოველთვიურად სპეციალური აქციები იმართება. „საიუბილეო პრიზები მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე შევარჩიეთ. ბინა საბურთალოზე და ხელფასი კვლავაც მოხმარებლის ყველაზე სასურველ პრიზად რჩება. საიუბილეო გათამაშებაში სიახლეც გვაქვს. ერთი პრიზი არჩევითი იქნება. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი პრიზი: ახალთახალი ავტომობილი ან სწავლა (ერთ სემესტრი) დიდ ბრიტანეთში ან 25000 ლარი. არჩევითი პრიზის შემთხვევაში აუცილებელია სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა, რათა მომხმარებელმა თავად აირჩიოს პრიზი.“ - ახადებენ PSP-ში. PSP-ს საიუბილეო გათამაშება 14 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 18სთ-იანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ გაიმართება.
(R)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)