10:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 15:23:53, 833 ნახვა

რეგიონი
კრემლი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებით კმაყოფილია

ოფიციალური კრემლი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" კრემლის პრეს-მდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ე.წ არჩევნები პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე იყო.

"ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვაცხადებთ, რომ ეს იყო პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, რომ ძირითადი ბრძოლა ორ კანდიდატს შორის იყო, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მჭირდო მეგობრობის მომხრეა. ჩვენ ამ განწყობას, მივესალმებით", - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics