07:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:00:31, 2525 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს - „ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, პრეზიდენტის ფარულ კონსულტაციებთან დაკავშირებით არის არაზუსტი და დამაზიანებელი პროცესისთვის, 

ნაცვლიშვილის განმარტებით, კონსულტაციების შესახებ არაფერი სმენია და არც მსგავს მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა.

„ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის. თუ არასამთავრობო რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. არ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას გააჩნია სარწმუნო ინფომრაცია, იმის თაობაზე, რომ ცალკეულ სუბიექტებს კომისიის დატოვება სურთ. 

ამასთან, პარტიამ "სახელმწიფო ხალისთვის" უკვე გააკეთა განცხადება, რომ პარტია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics