|
2017-04-07 16:20:53, 2466 ნახვა
მსოფლიო
მაკკეინი: ასადი პუტინის დახმარებით უდანაშაულო სირიელებს ქიმიური იარაღის გამოყენებით ხოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ჯონ მაკკეინის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში საავიაციო ბაზის აფეთქებასთან დაკავშირებით დადებიტად აფასებს. როგორც მაკკეინმა აღნიშნა, აშშ სირიას გვერდში აღარ დაუდგება. „მივესალმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს, რომელმაც სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავიანთი მთავარსარდალის ბრძანების საფუძველზე მათ მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნეს: აშშ აღარ დაუდგება გვერდზე მაშინ, როდესაც ასადი პუტინის დახმარებითა და წაქეზებით უდანშაულო სირიელებს ქიმიური იარაღის გამოყენებით ხოცავს. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპა ქმედითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სირიაში უაღრესად კრიტიკულ მომენტს დაუპირისპირდა. ამისთვის ის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ის, რომ ტაქტიკურმა წარმატებამ სტრატეგიული პროგრესი მოგვიტანოს. ამ სტრატეგიის პირველი ზომა ასადის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონები შევქმნათ, რათა ჰუმანიტარული კრიზისი გადავჭრათ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა განვაგრძოთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია“, - დასძინა ამერიკელმა სენატორმა. შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)