|
2017-04-07 13:53:05, 2116 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგი რატიანი: პრეზიდენტმა ეკონომიკურ პრობლემებს გვერდი ვერ აუარა
„დღეს პრეზიდენტმა გვერდი ვერ აუარა ეკონომიკურ პრობლემებს“,-ასე გამოეხმაურა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გამოიყენა მთავრობამ და საკუთარ თავში ჩაიკეტა“. „ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ გვექნება გამოსვლები და ძალიან მძიმე პრობლემებს შევაფასებთ, პრეზიდენტის განცხადებებშიც ჩანდა რა არის მთავარი პრობლემები. რამდენადაც მახსოვს წინა წლებში საუბარი იყო დემოკრატიულ პროცესებზე და ნაკლები იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, დღეს პრეზიდენტმა გვერდი ვერ აუარა ეკონომიკურ პრობლემებს და სრულიად ცხადია რომ ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ და ეს არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. უმუშევრობა, სიდუხჭირე, ინფლაცია, არამდგრადი ეკონომიკა არის ის რაც აწუხებს ადამიანებს და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს გამოსწორება და პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გამოიყენა მთავრობამ და ჩაიკეტა საკუთარ თავში“,-განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)