00:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 17:54:17, 755 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიელი პარტნიორები ეწვივნენ

დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტისა და ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

უცხოელ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ნიკოლაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანს დისტანციური სწავლების სისტემის ანალიზი და ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის ეტაპების დაგეგმვა წარმოადგენდა.

ნორვეგიელმა სტუმრებმა შეხვედრისას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლებს დისტანციური სწავლების კუთხით საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics