|
2015-04-07 11:47:12, 646 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია. როგორც "ექსპრესნიუსს" შინგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შემთხვევა 6 აპრილს გვიან ღამით რიკოთის უხელტეხილზე სოფელ ხუნევთან მოხდა. "მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ადგილზე დროულად გამოცხადნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა. რამოდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანისა და სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და ჯანგბადით სავსე ავზის აფეთქების თავიდან აცილება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)