12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 21:40:21, 2281 ნახვა

სამართალი
დარასელი: ეს გადაწყვეტილება, რაც გუშინ იყო, მოკლევადიანი ტაშის ეფექტზე იყო გათვლილი

ეს გადაწყვეტილება, რაც გუშინ იყო, მოკლევადიანი ტაშის ეფექტზე იყო გათვლილი, - ამის შესახებ რუსუდან კერვალიშვილის შვილმა, ნინო დარასელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც დარასელი აცხადებს, კომპანიას ჰქონდა რესურსი და შეიძლებოდა დაზარალებულების დაკმაყოფილება, თუმცა ცენტრ პოინტის ქონებაზე ყადაღის მოხსნაზე პროკურატურისგან არ ყოფილა შეთავაზება. რუსუდან კერვალიშვილის შვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიის ქონებას ყადაღ ნაწილობრივ მოეხსნა.

ნინო დარასელის განცხადებით, არსებობს ინვესტორი, რომელსაც ფინანსური სარგებელი არა აქვს და ერთ მიწის ნაკვეთს შეისყიდის და ამით მოხდება დაზარალებულებისთვის ბინების აშენება. მისი თქმით, უძრავი ქონების გაყიდვის ხარჯზე შეიძლება ბინების აშენება.

მან აქვე აღნიშნა, რომ დაზარალებულია 4000 ადამიანი, რომელთაგან 1500-თვის არის ასაშენებელი ბინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics