13:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 13:09:08, 2308 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე დააპატიმრეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე დააპატიმრეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი სეულის სასამართლომ გასცა. მას მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ადამიანისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ.

მედიიც ცნობით, პროკურატურა კინ ჰეს იმ 13 კორუფციულ საქმესთან კავშირს ედავება, სადაც მისი ახლო მეგობარი ჩოი სუნ სილი ფიგურირებს, რომელიც შარშან დეკემბერში დააპატიმრეს.

ცნობისთვის, აღნიშნული კორუფციული სკანდალის გამო, თებერვალში ასევე კორპორაცია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი ლი ჯეიონი დააპატიმრეს.

კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა, ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის ჩოი სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს.

მაშინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის მეგობარი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ერეოდა პირველი პირის ადმინისტრაციის საქმეებში და კავშირების გამოყენებით სერიოზულ სარგებელს იღებდა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა. მაშინ პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო ვერ აღძრა.

10 მარტს ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს 7-მა მოსამართლემ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პაკ კინ ჰემ იმუნიტეტი დაკარგა და პროკურატურას დაკითხვაზე დათანხმდა. 22 მარტს, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 22 საათს გაგრძელდა.

პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის მესამე ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებით დააკვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics