03:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 11:59:43, 2085 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: მომხრე ვარ, სამინისტროებმა ფუნქციონალურად თანამედროვე და გამართულ შენობებში გადაინაცვლონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ  სამთავრობო ქალაქთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან განათლების  სამინისტროს მაგალითზე აღნიშნა, რომ მისთვის სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა მისაღებია.

ჯეჯელავას განმარტებით, განათლების სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რის გამოც ვერ ხდება გათბობისა და გაგრილების სისტემის დაყენება და ხარჯები იზრდება.

"გარდა იმისა, რომ ჩვენი შენობა ისტორიული ძეგლია, ჩვენი უწყების სსიპები გაფანტულია ქალაქის მასშტაბით, რაც პრობლემას გვიქმნის. ჯერჯერობით სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ შემდგარა, თუმცა თუ დადგა დღის წესრიგში, მე მხარს დავუჭერ. განათლების სამინისტროს ამჟამინდელ შენობაში კი შესაძლებელია მუზეუმის ან ნებისმიერი სხვა რამის განთავსება. მომხრე ვარ სამინისტროებმა გადაინაცვლოს ფუნქციონალურად თანამედროვე და გამართულ შენობებში, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics