11:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 19:49:09, 1647 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, კომპანია „ჯეოსთილში“ აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლისა და 63 წლის მამაკაცებს სახე და ზედა კიდურები აქვთ დამწვარი. 63 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის უკვე გადაიყვანეს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში. 

აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ დაშავებულებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ცნობით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics