01:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 17:20:16, 2093 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: განათლების სამინისტროს რეგულაციებით, ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნების გავრცელებას

„რეგულაციებით რომელიც  განათლების სამინისტრომ შემოიღო ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნის გავრცელებას საქართველოში“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“  წევრმა სერგო რატიანმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ გრაფირების წესთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აშკარად იკვეთება ხელისუფლების ფარული კორუფციული სქემა, იმიტომ რომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 36 მილიონი არის წიგნების შესყიდვაზე და დაბეჭდვაზე დახარჯული, საიდანაც 32 მილიონი გაიხარჯა პირდაპირი შესყიდვის წესით ყოველგვარი ტენდერის გარეშე და ეს არის აშკარა და სერიოზული პრობლემა რომელიც იკვეთება. მეორე სერიოზული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პროგრამა გადაიქცა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამიდან ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამაზე, იმიტომ რომ მოსწავლეები ვეღარ ღებულობენ ფაქტობრივად ახალ სახელმძღვანელოებს. ეს არის კიდე ერთი დიდი პრობლემა, რომ ფაქტობრივად საავტორო უფლებების წართმევით და იმ რეგულაციებით რომელიც შემოიღო სამინისტრომ ის ადამიანები და კომპანიები ზარალდებიან, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წიგნის გავრცელებაში საქართველოში. ასევე სახელმძღვანელოების ხარისხის პრობლემაც ძალიან აშკარაა“,-განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics