10:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 10:43:08, 1397 ნახვა

საზოგადოება
„ჯიბის კაცი“ საუკეთესო ანიმაციების რიგებში მოხვდა

ქართული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი" - ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის საუკეთესო 12-ეულში მოხვდა.  27 წლის ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ფილმი ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა.
 
New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის  statusdonates.ge -ს დახმარებით იმყოფებოდა.  
 
„ჯიბის კაცის" ჩვენება ფრანგულ ტელევიზია Canal + ზე იგეგმება.  ანას ნამუშევარმა დამატებით მონრეალის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება მოიპოვა და მომავალში 16-მდე  სხვადასხვა კინოფესტივალზე წარდება.
 
პლატფორმა statusdonates.ge-ს დახმარებით კიდევ ერთ ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება.
 
საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა დაეხმარა.
 

(R)
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics