10:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 21:47:17, 1837 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობასაც ესტუმრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობასაც ესტუმრა.

 ღორჯომელებთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ იმ ახალი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვე დაგეგმილია, კერძოდ, ღორჯომის მთავარი მეჩეთის მიმდებარედ მოხდება მდინარის კალაპოტის გაფართოება. პროექტირების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება ასევე ღორჯომის ცენტრის რეაბილიტაცია, მოეწყობა სპეციალური სკვერი.

2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დაგეგმილია 8 კილომეტრი გრძივი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 მილიონ 15 ათასი ლარი. აჭარის საგზაო დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში 45 ხელოვნური ნაგებობის (ფერდსამაგრი კედელი, გაბიონები) მოწყობას გეგმავს.

გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა, ზურაბ პატარაძემ ქვეყნისა და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საგზაო პროექტზე - ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს კურორტ „გოდერძის" განვითარებას. ზურაბ პატარაძემ ღორჯომის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტ „ამაგის" მნიშვნელობას, რომელიც მუნიციპალიტეტებში „აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების" ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics