|
2017-03-27 17:20:35, 1882 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ევროპაში მოგზაურობისას წესები არ დაარღვიონ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლისთვის ხელფასის ცნობა არ დასჭირდება, თუმცა ეს კარგი ბონუსი იქნება. მინისტრმა მედიას ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის პირობები კიდევ ერთხელ გააცნო. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ბიომეტრიული პასპორტის ქონა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობა იქნება. „ასევე საჭიროა სადაზვევო საერთაშორისო საბუთის ქონა - ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია. აუცილებელია წარადგინოს მისამართი თუ სად და რა მიზეზით მიდის მოქალაქე. შესაძლებელია რომ მიდიოდეს ან ნათესავთან და მეგობართან და ამ შემთხვევაში აღნიშნული პირის მისამართი უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ის მიდის სასტუმროში მაშინ მას სასტუმროს ჯავშანი დასჭირდება. შეიძლება დაისვას კითხვა მის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბარათი, რომელიც არ არის ვადაგასული ან წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება „ქეში“ ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ „ფეისკონტროლი„ იქნება და არ შეუშვებენ მოქალაქეს, მას არ შეშვების მიზეზი აუცილებლად აეხსნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ სახის პრობლემებს არ ველი, თუკი მოქალაქე ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“,-განაცხადა დოლიძემ. მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისას წესები არ დაარღვიონ. „საქართველო შეყვანილია 5 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ თავშესაფრის მაძიებლების რიცხოვნებით მინიმალიზირება მოხდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ყველა წინაპირობა. მაგალითად, 90 დღიან ვადას არ გადააცილონ“,-აღნიშნა დოლიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე დასჭირდება თუ არა მოქალაქეს მოგზაურობის დროს სამუშაო ადგილის ცნობა? მინისტრმა განმარტა, რომ ამგვარი ქაღალდი ბონუსად ჩაითვლება. „არ არის აუცილებელი, რომ სამუშაო ადგილიდან ცნობა მიიტანო. როგორც ეს ადრე საკონსულოებში ხდებოდა, მაგრამ თუკი ამგვარი ქაღალდი ექნება ურიგო არ იქნება, პირიქით ეს მას შეიძლება წაადგეს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)