13:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 14:09:13, 714 ნახვა

სამართალი
ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა

ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიმდებარე ტერიტორიაზე  პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაცია  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სამძებრო სამუშაოებში სპეცრაზმელები, პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ჩართული.  ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა სპეცოპერაცია. მასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

სპეცოპერაცია ვარკეთილში დაახლოებით, დილის 4 საათზე დაიწყო. სამართალდამცველებმა  საცხოვრებელი კორპუსები შეამოწმეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი  ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო სამუშაოები  ჯავახეთის ქუჩაზეც  ჩატარდა, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. 

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics