02:20 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 17:32:32, 1452 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ. ღონისძიება სლოგანით „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ N112-ე ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრო.

ბაღში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო, სადაც ბავშვებმა კინეტიკურ-სენსორული ქვიშისგან, ყალიბების დახმარებით, ლამაზი ფიგურები გამოძერწეს, დახატეს და გააფერადეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლო - ფერადი წინდები.

თბილისის საჯარო ბაღებში ამჟამად განსაკუთრებული საჭიროების მქონე 770 აღსაზრდელი ირიცხება და ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით, გაორმაგებულია, რაც, თავის მხრივ, საბავშვო ბაღებში გატარებული არა ერთი რეფორმის შედეგია. 2016 წლიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღში მუშაობენ ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეც.პედაგოგები, რომელთა მთავარი ფუნქცია სწორედ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობაა. 

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაკობრივი ზღვარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაღებში რეგისტრაციისათვის 6-დან 7 წლამდე გაიზარდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics