|
2017-03-21 14:47:37, 2001 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის სეიმის თავმჯდომარე: საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მყარ მხარდაჭერას ვაგრძელებთ
„ეს არის ისტორიული ღონისძიება, რომელიც ერთად კრებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს. ირაკლი კობახიძემ რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცესპიკერებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. „ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი გულითადი მადლიერება ნორდიკულ-ბალტიური რვიანის თითოეული წევრისადმი დემოკრატიის, კარგი მმართველობის, და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ თქვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. უზომოდ მადლიერები ვართ იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ნორდიკულ-ბალტიური რვიანი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს იჩენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ერთობლივი ვიზიტი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა. „ნორდიკულ-ბალტიური რვიანი არის რეგიონალური თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც ჩვენს საერთო დღის წესრიგზეა დაფუძნებული, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ჩვენს პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, საქართველოსთან. ნორდიკულ-ბალტიურ რვიანს საქართველოსთან შესანიშნავი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს. ჩვენი ერთობლივი ვიზიტი არის დემონსტრირება ჩვენი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო ზეწოლის გარეშე. საქართველო არის ნატოს და ევროკავშირის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ვაგრძელებთ მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მყარ მხარდაჭერას“, - განაცხადა ინარა მურნიეცემ. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი კოლეგები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)