11:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:58:21, 2885 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი „ბრექსითს“ 29 მარტს აამოქმედებს

29 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი "ბრექსითის" დაწყებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი "ბრექსითის" დაწყებასთან დაკავშირებით, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლს გამოიყენებს, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყება.

ტერეზა მეი ევროკავშირის წევრებს ოფიციალური წერილით მიმართავს, თუმცა როდისთვის იგეგმება მიმართვის განხორციელება, ჯერ უცნობია.

14 მარტს ლორდების პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ხელისულებას ეძლევა უფლება "ბრექსითის" შესაბამისი პროცედურები დაიწყოს.

საბუთი აძლევს საშუალებას (თუმცა არ ავალდებულებს) პრემიერ-მინისტრს აცნობოს ევროკავშირის წევრებს, რომ დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" პროცედურას იწყებს.

რას გულისხმობს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი - 2007 წელს ხელი მოეწერა საბუთს, რომელიც ევროპული კავშირის შეთანხმებას გულისხმობს. ის ცნობილია, როგორც ლისაბონის შეთანხმება. ლისაბონის შეთანხმებამ ევროკავშირის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგ ორი წევრი ქვეყანა - საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიოდნენ.

ლისაბონის შეთანხმება არის ევროკავშირის ძირითადი საბუთი, რომლის თანახმადაც წევრ ქვეყანას აქვს უფლება კავშირი დატოვოს. სწორედ ამას ეძღვნება 50-ე მუხლი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics