|
2015-04-04 12:04:33, 425 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ, მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ
ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს ჰქონდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა. „მე პირადად, ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით, რომ მცოდნოდა, ალბათ ვალდებულებაც იყო, არა მარტო თავდაცვის მინისტრის, არამედ მთავრობის წევრებისაც, რომ ყოფილიყვნენ იქ“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი. როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა, დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო. მისივე განმარტებით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების. „ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი, ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას, ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)