|
2017-03-20 14:06:45, 1259 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და „ანტრე 2008“-მ ბავშვთა დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ და „ანტრე 2008“-მ, მედიაციის სახლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთობლივი პროექტი დაიწყო. მისი მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონებისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. შპს „ანტრემ“ მედიაციის სახლში პირველი პროდუქცია უკვე მიიტანა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით 40 ბენეფიციარს გაუმასპინძლდა. შიდა სტანდარტის მიხედვით, კომპანიას ყოველდღიურად აქვს რესურსი, რომ თავისი მაღალი ხარისხის მზა პროდუქცია, გარკვეული პირობების დაცვით, მედიაციის სახლის ბენეფიციარებს მიაწოდოს. შპს „ანტრე 2008“ მედიაციის სახლში, არასრულწლოვან ბენეფიციარებს ყოველკვირეულად უმასპინძლებს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „ანტრე 2008“-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი და კომპანია „ანტრეს“ პარტნიორი ჟან-მიშელ შარლი დაესწრნენ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო“, რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. შარშან მედიაციის სახლი 415 არასრულწლოვანს (225 გოგონა, 190 ვაჟი) მოემსახურა, რომელთაგან 89 მიუსაფარი ბავშვი იყო; ასევე, სერვისი მიიღო 28 მშობელმა და განათლების სისტემაში დასაქმებულმა ბავშვებთან მომუშავე 282-მა პროფესიონალმა. მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)