21:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:36:12, 2156 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგის კანდელაკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი აგრესიულ, მტრულ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღრმავებს.

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს აფხაზეთში დამატებით საზენიტო დანადგარების განთავსების კომენტირებისას განუცხადა, შემაშფოთებელია, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე „საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს“.

კანდელაკის განმარტებით, მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ვიზიტით ამ საკითხების ირგვლივ, ყურადღების მობილიზების მიზნით, არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, არ განუხორციელებია ზარი არც ერთ მსოფლიო ლიდერთან  იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხის ირგვლივ საერთშორიშო თანამეგობრობის დარაზმვა“, - აღნიშნა კანდელაკმა და დასძინა, რომ „როცა მსოფლიო ლიდერები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ, მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, ისინი საქართველოს აღარ ახსენებენ“.

შეგახსენებთ, ინტერნეტში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა.  კერძოდ, საუბარია C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც მოსკოვმა აფხაზეთში გაგზავნა.  გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსები სოჭიდან შეიტანეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics