|
2017-03-16 17:26:09, 1169 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელი პოსტსაბჭოთა სივრცეში მარიონ კნეში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენელი რეგიონული განვითარების საკითხებში თომას ვულფი, აჭარის პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი და პროექტის უფროსი კოორდინატორი ლევან ციცქიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა აჭარაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტები შეაფასეს და მათი განხორციელების სამომავლო ეტაპებზე ისაუბრეს. თავიანთი ხედვები და მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეებს KFW წარმომადგენლებმა, ქალაქ ბათუმის მერმა და ფინანსთა და ეკომნომიკის მინისტრმა გაუზიარეს. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის და მომავალ თანამშრომლობაში მთავრობის აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვა. „მოხარული ვარ, რომ შედგა მორიგი შეხვედრა KFW-ს წარომადგენლებთან. ჩვენ მრავალი წელია ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. გვაქვს ბევრი შესრულებული, მიმდინარე და ახალი პროექტი. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ პროექტების მიმდინარეობისას არსებული შეფერხებების აღმოფხვრაში. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაოების შესრულება არა მხოლოდ დროულად, ხარისხიანადაც ხორციელდება. პროექტების შესრულებისას მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაც", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრისას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიონ ქნეშმა, ისაუბრა აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელება იგეგმება. ამ პროექტის განსახორციელებლად გერმანიის განვითარების ბანკმა 20 მლ. ევროს დაფინანსება გამოყო. მარიონ ქნეშმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში მიმდინარე პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მათ განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სტუმრებს ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა მიაწოდა ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ქ. ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული ან მწყობრიდან გამოსული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება. შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისათვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)