|
2015-04-03 17:10:48, 547 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „RMG”–სთან მიმართებაში რაც მოხდა, ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ
„მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული“, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ბიზნესმენებთან შევხედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. „2012 წელს ბოლნისის რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. გასულ წელს მთლიანად ჩვენმა ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა ეს რაიონი, რადგან კომპანია აბსოლიტურად პარალიზებული იყო. სამუშაოები გაჩერებული იყო. 3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, ვინც კომპანია „RMG Gold“–ის მუშაობის წინააღმდეგია, უპასუხისმგებლოები არიან. „მე მაინტერესებს, ამ ადამიანებს, თუ აქვთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე?! რა თქმა უნდა მათ არც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3000 ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმებლო და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)