14:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:29:41, 2315 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში ახალი საწარმო გაიხსნება

ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში, რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.    

შპს „ახალი ქარხანა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც  ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics